გასულ ღამეს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
მედიის ცნობით, აფეთქება აეროპორტთან მდებარე ერთ-ერთ საწყობში მოხდა.
შემთხვევის ადგილიდან ახლოს მდებარე სახლებში ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები. ხანძარმა დიდი ტერიტორია მოიცვა.
უზბეკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ ელვამ გამოიწვია.
დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.