ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის განკუთვნილი რაკეტების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ბულგარეთის პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე ხმაურიანი დებატები სამ საათს გაგრძელდა. ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებდნენ და თავდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ, ბულგარელმა სოციალისტებმა კი სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.
რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა და ბულგარეთის ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს კიევისთვის აღნიშნული საბრძოლო მასალის გადაცემისგან.
რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ ბულგარეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოსკოვისა და ბულგარეთის მიერ 2002 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის განცხადებით, რუსეთში წარმოებული შეიარაღების მესამე მხარისთვის გადაცემა კრემლის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.