არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი რეგიონის დატოვების მცდელობისა, ლაჩინის დერეფანში დააკავეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
რუბენ ვარდანიანი ყარაბაღიდან სომხეთში აპირებდა გადასვლას.
რუბენ ვარდანიანის დაკავება მისმა ოჯახმაც დაადსტურა.
ვარდანიანი ბაქოში გადაიყვანეს და შესაბამის ორგანოებს გადასცეს.
ვარდანიანი საინვესტიციო ბანკირია, ის 90-იან წლებში რუსეთის საფონდო ბირჟის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. „ფორბსი“ მის ქონებას ერთ მილიარდ დოლარად აფასებს.
2022 წლის ბოლოს რუბენ ვარდანიანმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, გადავიდა არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში და მის ე.წ. მთავრობას სათავეში ჩაუდგა.
მიმდინარე წლის თებერვალში რუბენ ვარდანიანმა არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციაში მუშაობა შეწყვიტა და ქალაქ ხანქენდში (სომხურად სტეფანაკერტი) ცხოვრობდა.