მთიანი ყარაბაღის გარშემო ბევრი ადამიანის მოლოდინები დაკავშირებული იყო საფრანგეთთან და პირადად პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ნახეთ, ამან რა მოიტანა. პარიზი ცდილობდა შუამავლის როლი ეკისრა, რათა შემდეგ ეთქვა, რომ შუამავლობა საფრანგეთს უკეთ გამოსდის, ვიდრე ვინმე სხვას, მით უფრო რუსეთს. ვიდრე რუსეთი ასრულებდა შუამავლის ფუნქციას, იქ ყველაფერი ნამდვილად კარგად იყო, არსებობდა ფუნდამენტური საფუძვლები მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის. როგორც კი დასავლეთის იდეოლოგიამ ჩარევა დაიწყო, ყველაფერი შეიცვალა“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი აზრით, ეს ყველასთვის გაკვეთილი უნდა გახდეს, ვინც დასაველთისკენ იხრება.
„ბოლოს და ბოლოს, სულ მცირე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პარიზი მუდმივად ამბობდა, რომ ის არის მთავარი შუამავალი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ერევნის თვალსაზრისით ასე იყო“, - აღნიშნა ზახაროვამ.