უკრაინა მიიღებს ყველანაირ დახმარებას, რაც მას რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდება, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება პასუხი იყო კითხვაზე, უჭერს თუ არა ის მხარს პოლონეთის განზრახვას, უკრაინისთვის გერმანული წარმოების ლეოპარდის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხე გერმანიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რის გამოც უკრაინაში იმედგსაცრუებას გამოხატავენ.