საჩოგბურთო ტურნირ "დევისის თასი" სერბეთმა მოიგო.
მათ ფინალში საფრანგეთი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს. ფინალის დღეს მათ მეტოქეებს ორივე შეხვედრაში სძლიეს.
მესამე და გადამწყვეტი გამარჯვება სერბებს ვიქტორ ტროიცკიმ მოუტანა. მან ფრანგი მიშელ ლოდრა სეტისწაუგებლად 6:2 6:2 6:3 დაამარცხა. 
თავდაპირველად ივარაუდებოდა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს იანკო ტიპსარევიჩი და ჟილ სიმონი დაუპირისპირდებოდნენ, მაგრამ გუნდების კაპიტნებმა - ბოგდან ობრადოვიჩმა და გი ფორჟემ - უკანასკნელ მომენტში სხვაგვარად განსაჯეს. 
"ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარი მომენტია", - განაცხადა გამარჯვების შემდეგ ტროიცკიმ.
"ეს ისტორიული გამარჯვებაა", - აღნიშნა მსოფლიოს მესამე ჩოგანმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც პარასკევსაც და გუშინაც  დამაჯერებლად იმარჯვა.
დევისის თასი ქვეყნებს შორის თამაშდება და ის ყოველწიურად იმართება.