უშიშროების საბჭოს მდივნის, ეკა ტყეშელაშვილის აზრით, რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოყენება ნაკლებ სავარაუდოა. როგორც მან ჟურნალისტებს რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინაზე კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ფედერაციას ატომური იარაღის გამოყენების უფლებასაც ანიჭებს,
"ეს პოლიტიკურ პროპაგანდას უფრო ჰგავს. რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებს, რომ მას მსგავსი პროპაგანდისტული განცხადებების გაკეთების არ ეშინია. ამით ის საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკური მოწოდებების იგნორირებას ახდენს, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ მოსკოვმა ატომური იარაღი მეზობელ ქვეყნებში გამოიყენოს, რადგან მისი სამოქმედო არეალი შეზღუდული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზიანს რუსეთსაც მოუტანს. განმარტა ტყეშელაშვილმა.
შეგახსებებთ, რომ რუსეთი ახალ სამხედრო დოქტრინაზე მუშაობს, რომელიც ძალაში სავარაუდოდ მალე შევა.