ფინანასთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ოპოზიციისთვის სიტყვა `სეკვესტრის~ განმარტებას აკეთებს. მინისტრი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მიმდინარე წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით სეკვესტრზე არამართებულად საუბრობს და აცხადებს, რომ `შენიშვნას მთავრობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს.~
ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით ეჭვები პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატმა'' ლევან ვეფხვაძემ გამოთქვა.
მისი განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტი ჯერ ნახევარი მილიარდით შემცირდა, ახლა 100 მილიონით მცირდება და შემცირებაა შემოსავლებშიც და ხარჯებშიც.
`როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში იყო, ამაყად გვიმტკიცებდა, რომ სიტყვა `სეკვესტრი~ არის ტერმინი, რომელიც დაგვავიწყდაო. მე მინდა გკითხოთ, რაც ეხლა ხდება, არის თუ არა ბიუჯეტის სეკვესტრი,''- მიმართა ვეფხვაძემ ფინანსთა მინისტრს.
კახა ბაინდურაშვილი, კი აცხადებს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებული ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, სეკვესტრს არ ნიშნავს.
`სეკვესტრი ნიშნავს ხარჯების შეკვეცას, რომელიც იწვევს სახელმწოფო მიზნებორვი პროგრამების გაუქმებას,'' - განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ სეკვესტრი ბიუჯეტში ჰქონდა ლატვაის და ესტონეთს, რომლებმაც შეამცირეს პოლიციელების თუ მასწავლებლების ხელფასები.
საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები კი, როგორც ბაინდურაშვილმა განმარტა, არც ერთ მიზნობრივ პროგრამას არ ამცირებს და არც აუქმებს.