ბელორუსის ეროვნულმა კრებამ სეპარატისტულ აფხაზეთში ვიზიტი დაასრულა. Bოლო შეხვედრა მათ აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის ხელმძღვანელთან ბესარიონ აპლიასა და აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირებთან გამართეს.
ბელორუსი დეპუტატები სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გადაწყვეტენ აღიარებენ თუ არა ისინ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დმაოუკიდებლობა.ს
აღსანიშნავია რომ ბელორუსმა სტუმრებმა თბილისსა და სოხუმში ერთმანეთისაგან განსხვავებული კომენტარები გააკეთეს. დელეგაციის წევრებმა სოხუმში ღიად თქვეს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნის ყველა ატრიბუტს ატარებს. მსგავს განცხადებას ქართული მხარე რუსეთის ზეწოლით ხსნის.