საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მთავარი მიზანია, რომ საზოგადების თითოეულ წევრს ჰქონდეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების, არჩევნის გაკეთების საშუალება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ‘'თავისუფალი დემოკრატების'' ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
‘'შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალა წარმოადგენს საკუთარ ხედვას, როგორ უნდა შეიცვალოს სარჩევნო გარემო. ის პრინციპული საკითხები, რაც გვაღელვებს, 8 პარტიას უკვე წარმოდგენილი გვაქვს და შემდეგ ოთშაბათს მოვისმენთ სხვა პოლიტიკური ძალების წინადადებებს'', - აღნიშნა ალასამიამ.
მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთვება და სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კვირაში ერთხელ გაიმართება.