ორმხრივი კომპრომისები და მოლაპარაკება არის გზა იმისთვის, რომ პარლამენტმა გამართულად იმუშაოს, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.
მისი თქმით, თუკი ვინმე არის დიალოგისა და კომპრომისისთვის მზად, ეს სწორედ "ქართული ოცნებაა".
"ევროპარლამენტის მხრიდან ძირითადი მოწოდებები რაც იყო, მაღალი სიზუსტით იმეორებს ჩვენს პოზიციასაც და შეიძლება ერთ თემაში ინტეგრირდეს – ორმხრივი კომპრომისები და მოლაპარაკება არის გზა იმისთვის, რომ პარლამენტმა გამართულად იმუშაოს. პარლამენტი ვერ იმუშავებს გამართულად, თუ მასში სრულყოფილად არ იქნა პოლიტიკური სპექტრი წარმოდგენილი, რომელსაც მოსახლეობამ ამა თუ იმ პარამეტრებით ნდობა გამოუცხადა. ეს არის მთავარი ლეიტმოტივი, რომლისკენ უნდა იაროს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც“, - აცხადებს დავით სერგეენკო.