ევროკავშირში შვედეთის ელჩის, ოლოფ სკუგის განცხადებით, ევროკავშირის მანდატის ფორმატი ამ ეტაპზე შესვლას არ საჭიროებს. ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა სკუგმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"არ მიმაჩნია, რომ მანდატი ამ ეტაპზე შეცვლას საჭიროებდეს. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, გავიმეოროთ იგივე - მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მისიის გავრცელება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოხდეს", - განაცხადა სკუგმა.
მისი შეფასებით, მართალია მისია ქვეყნის მთელ ტერიტორიას არ მოიცავს, მაგრამ ის მაინც მნიშვნელოვან და კარგ საქმეს აკეთებს.
"მივესალმებით, რომ საქართველოს მთავრობა მოწადინებულია, მისიასთან მუშაობა გააგრძელოს. გვესმის ის გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშე დგას და არასდროს დავიშურებთ მხარდაჭერას", - განმარტა ევროკავშირში შვედეთის ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ შვეთედი ამ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.