საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსული რიტორიკა გაათმაგდებოდა, საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისია რომ არ ფუნქციონირებდეს. ამის შესახებ ვაშაძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსული რიტორიკა გაათმაგდებოდა, საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისია რომ არ ფუნქციონირებდეს", _ განაცხადა ვაშაძემ. მისი შეფასებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა "უკვე ძალიან წარმატებული, ობიექტური, მიუკერძოებელი და იმის განმსაზღვრელია, რაც კონფლიქტურ რეგიონებში ხდება.