კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უნგრეთში. იუწყება BBC-ი.
გარდაცვლილია 75 წლის კაცი, რომელიც ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას.
ოფიციალური მონაცემებით, უნგრეთში ვირუსის 32 შემთხვევაა დაფიქსირებული და 159 ადამიანი კარანტინში იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნგრეთის ხელისუფლებამ დახურა სახმელეთო საზღვრები ავსტრიასთან და სლოვენიასთან, დახურა ყველა სკოლა და დააწესა შეზღუდვები საზოგადოებრივ შეკრებებზე.