საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" წყარომ აცნობა.
„ჯი-ეიჩ-ენი" დაუკავშირდა სამინისტროს პრესამსახურს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
წყაროს ინფორმაციით, სერგეენკომ სამუშაო კაბინეტიდან საკუთარი ნივთები უკვე გაიტანა, რასაც ასევე არ ადასტურებენ პრესსამსახურში.
"ჯი-ეჩ-ენისთვის" ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და მეორე კანდიდატი სააჩხერის საავადმყოფოს თანამშრომელია მენეჯმენტიდან, ეკატერინე ტიკარაძე.
"ჯი-ეიჩ-ენი", ინფორმაციის გადასამოწმებლად პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს დაუკავშირდა. პარლამენტარმა, მისი კანდიდატურის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განხილვასთან დაკავშირებით უარყო, ასევე უარყო დავით სერგეენკოს თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია.
„6 თვე არ გავა, რომ სერგეენკოს წასვლაზე ჭორი არ გავრცელდეს. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში.