კოლეჯი „სპექტრი“ 2019 წლის 8 თებერვალს, 14:30 საათზე წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარეს თემურ ჩალაბაშვილს მასპინძლობს.
ღონისძიებას კოლეჯის მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან.
კოლეჯში მიღებული გადაწყვეტილებით , ღონისძიების დასასრულს მწერალს , პოეტს და პროფესიული განათლების ქომაგს ბატონ თემუ ჩალაბაშვილს საზეიმო ვითარებაში პროფესიული განათლების ელჩის სტატუსი მიენიჭება.
პროფესიული განათლების ელჩის სტატუსი კოლეჯ „სპექტრ“-ში მიღებული გადაწყვეტილებით ენიჭებათ პირებს ,რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ ღონისძიებებში და პროფესიული განათლების ქომაგებს წარმოადგენენ.