„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, გუშინ ღამით თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა 4 ნომერში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა. როგორც „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აცხადებენ, ოჯახი აკრძალულ, ღია კამერიან წყლის გამაცხელებელს იყენებდა. ადგილზე მისულმა კომპანიის სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ გამოიყენონ აღნიშნული დანადგარი. ასევე, კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით, კორპუსის სავენტილაციო არხები შეამოწმეს.
“ოჯახში აკრძალული ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელს ხმარობდნენ. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს არ მოიხმარონ აღნიშნული დანადგარი. ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით შეამოწმეს კორპუსის სავენტილაციო არხები. გაზის სპეციალისტებმა კიდევ ერთ მობინადრესთან აღმოაჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი დაერთებული იყო კორპუსის სავენტილაციო არხში, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. მობინადრეს ჩაუტარდა უსაფრთხოების ინსტრუქცია და გააფრთხილეს რომ არ მოიხმაროს აღნიშნული დანადგარი. ამავე კორპუსში დაფიქსირდა შემთხვევები როდესაც ბინის მეპატრონემ უარი თქვა შემოწმებაზე და კარი არ გაუღეს გაზის სპეციალისტებს. მსგავსი შემთხვევები ხშირია და კომპანიის მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირად სწორედ ის მობინადრეები არღვევენ უსაფრთხოების წესებს რომლებიც უარს ამბობენ მათ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებაზე. აკრძალული გაზის დანადგარების ჩაჭრას კი ყაზტრანსგაზ-თბილისი ვერ ახერხებს რადგან კომპანიის სპეციალისტებს ქსელის შემოწმების მიზნით მობინადრეები სახლში არ უშვებენ. ყაზტრანსგაზ-თბილისი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად”, აცხადებენ კომპანიაში.