საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. დილიმაშვილი ამ დრომდე აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა თეიმურაზ კუპატაძემ გუშინ დატოვა.