მე არ მინდა ვიყო შემდეგი! - თბილისის ველომოყვარულთა კლუბი აქციას აანონსებს. კლუბის განცხადებით, ღონისძიება ეძღვნება ბატონ გურამ ინაკავაძეს, რომელიც 67 წლის ასაკში, 28 იანვარს, ველოსიპედით ვარჯიშიდან შინ მიმავალი, გზაში ტრაგიკულად დაიღუპა. მისი სიცოცხლე საგზაო წესების დარღვევით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა შეიწირა.
"ყველას, ვისაც გსურთ, პატივი მიაგოთ ბატონი გურამის ხსოვნას და გსურთ, რომ ჩვენს ქალაქში ადამიანებს არ კლავდნენ ველოსიპედით გადაადგილების დროს, გთხოვთ, მობრძანდეთ პარასკევს, 1 თებერვალს, 18:00-ზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედის ძეგლთან).
აქციის შემდეგ მოეწყობა ველო მსვლელობა .
მსვლელობის მარშუტი: ველოსიპედის ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ხეივნის 13-ე კილომეტრამდე, სადაც ბატონი გურამი მოკლეს.
ღონისძიების მიზანია, დაანახოს საზოგადოებას და ქალაქის ხელისუფლებას, რა სავალალო ვითარებაა ქალაქში და გამოვთქვათ მზადყოფნა, შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობისა ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის", - ნათქვამია ველომოყვარულთა კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსვლელობის მარშუტი იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/maps/Cqg7EUJiPwC2