31 იანვარს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა მიხეილ გიორგაძემ და ლევან ხარატიშვილმა საქართველოში უკრაინს ელჩს იჰორ დოლჰოვს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს უმსაპინძლეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურამში მდებარე ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლმ-მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის პროექტს.
სურამში, უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს.