24 იანვარს, 15:00 საათზე, სასტუმრო რუმსში, სპეციალურ პრესკონფერენციაზე 2019 წელს საქართველოში თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნის, მსოფლიო მასშტაბის მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ვიზიტი დაანონსდება. პრესკონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი გაუძღვებიან.