ძლიერი ქარის გამო ბათუმში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა, წაიქცა 3 და დაზიანდა რამდენიმე ხე-მცენარე.
ქარმა ასევე მოშალა სამშენებლო ღობეები და დააზიანა ავტობუსის მოსაცდელები. რამდენიმე მისამართზე მიმდინარე მშენებლობებიდან ჩამოცვივდა ფანჯრები.
ყველა შემთხვევაზე მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები. ამ დროისთვის ქალაქის შემოვლას ახორციელებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.