2018 წლის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს ავიაკომპანია Georgia Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ გასული წელი ძალიან საინტერესო გამოდგა, როგორც საავიაციო, ასევე ტურისტული დარგისთვის. ქართული ავიხაზები მჭიდროდ თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.
“2019 წელს მნიშვნელოვანია გაიზარდოს პირდაპირი რეისების სიხშირეები ევროპის მიმართულებით, ასევე ავითვისოთ ახალი ავიაბაზრები, გავზარდოთ მაღალმხარჯველიანი ტურისტების რაოდენობა საქართველოში და დავამყაროთ კავშირი საერთაშორისო გლობალურ ტუროპერატორებთან, რომ მივაღწიოთ კიდევ უფრო ეფექტურ შედეგს, ვიდრე გასულ წლებში მივიღეთ.
მიხარია, რომ მონაწილე ვარ იმ საინტერესო პროცესების, რომელიც 2018 წელს განხორციელდა. ვფიქრობ 2019 წელს უფრო სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ტურიზმის ადმინისტრაციასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ, განვავითაროთ საქმიანი ტურიზმის მიმართულება. ვფიქრობ 2019 წელი იქნება წარმატებული როგორც საავიაციო, ასევე ტურისტული სექტორისთვის“ განაცხადა ავიაკომპანია Georgia Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილემ თამუნა თანდაშვილმა.