თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კაფე გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა კაფის მინა ჩაამსხვრიეს და ასე შეძლეს შენობაში შესვლა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.