20 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6626 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6647 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.21 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0551 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0380 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.71 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5072 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3796 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 დეკემბერიდან შევა ძალაში.