ბაქოში აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების ილჰამ ალიევისა და დიმიტრი მედვედევის მოლაპარაკებები დაიწყო. ორივე პრეზიდენტი იმდედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში დიდ წვლილს შეიტანს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში.
"ჩვენ ფართო დღის წესრიგი გვაქვს. თქვენი ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორმხრივი კავშირების მომავალი განვითარების საკითხისათვის. მით უფრო, რომ ჩვენ სასაუბრო ნამდვილად გვაქვს", _ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ვიწყო წრეში მოლაპარაკებების დაწყებისას.
ამასთან ერთად, ალიევმა რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს "გულწრფელი, კეთილმეზობლური და სტრატეგიული უწოდა".
თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეფასებებს და განაცხადა: "იმედი მაქვს ბევრი საკითხის განხილვას შევძლებთ და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელის მოწერამდეც მივალთ".