აფხაზი პარლამეტარი ვიაჩესლავ (ვლადიკ) ვარდანია ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის ლეგიტიმური მთარობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი ვიაჩესლავ (ვლადიკ) ვარდანია მშვიდობიან მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდა. მან გენო გერძმავას ხუთი ტყვია ესროლა და დაზარალებულის დახმარების საშუალება ინციდენტის თვითმხილველებს არ მისცა. დაშავებული უმძიმეს მდგომარეობაში, მოგვიანებით საავადმყოფოში მოათავსეს, იგი ამჟამად აპარატზეა მიერთებული.
კილანავას განმარტებით, ქართველი მოქალაქის დასჯის მიზეზი კი გენო გერძმავას მიერ მისი შვილის რუსული სკოლიდან ქართულ სკოლაში გადაყვანა გახდა.
მისივე თქმით, გალის რაიონის სოფლებში ნაბაკევსა და ფიჩორში ოკუპანტები და ე.წ. აფხაზი სამართალდამცავები ახალგაზრდებს იარაღს ურიგებენ და საოკუპაციო წვრთნებში მონაწილეობის მიღებას აიძულებენ.
ნარკოტიკული ნივთიერებებისა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსი ოკუპანტები მოსახლეობის დაშინების მიზნით სოფლებში უმისამართოდ ისვრიან. ბასილაიების ოჯახი კი წინააღმდეგობის გაწევის გამო გაასახლეს.
"ე.წ. დეპუტატი (ვლადიკ) ვარდანია უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და იგი ხალხის თვალწინ დემონსტრაციულად ესვრის პიროვნებას იმის გამო, რომ იგი ქართული სწავლებას უწყობს ხელს. ე.წ. დეპუტატი მას ამის გამო ხუთ ტყვიას და ამ ჭრილობების შედეგად იგი ამჟამად უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება", _ აცხადებს თორნიკე კილანავა.