"კავკასუს ონლაინის" აბონენტებს ინტერნეტის მიწოდება აღუდგათ, ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს "რკინიგზის ტელეკომში" მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, "კავკასუს ონლაინის" აბონენტებს დროებით შეუწყდათ გლობალური ინტერნეტის მიწოდება. ტექნიკური შეფერხება ქუთაისთან მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გადამცემი ხაზის დაზიანებამ გამოიწვია.