ირლანდიის სუვერენული რეიტინგის დაცემის ფონზე მსოფლიოს ბაზარზე ოქრო გაძვირდა. წამყვან ბირჟებზე ოქრო 0,4 პროცენტით, 1192,5 დოლარამდე გაძვირდა.
საერთაშორისო რეიტინგების სააგენტო Moody's -მა ორლანდიის სუვენერული რეიტინგი "სტაბილური" პროგნოზით "Аа1"-დან "Аа2"-მდე დასწია. აღნიშნულმა ინფორმაციამ ბაზარზე გააძლიერა იმის შიში, რომ ევროპის ქვეყნების სუვენერული ვალის პრობლემები საბოლოო გადაჭრამდე ჯერ კიდევ შორს არის.
ანალიტიკოსების აზრით, 1200 დოლარზე ქვევით დაფიქსირებული ოქროს ფასი ინვესტორებს მიიზიდავს. მათი აზრით, ოქროს 1185 დოლარზე ქვევით გაიაფებამ, შესაძლოა, ძვირფასი ლითონი ვარდნის ახალ ფაზაში შეიყვანოს.