ბულგარეთი რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ახალი გაზსადენების მშენებლობის ხარჯზე გეგმავს. ახალი ობიექტები ბულგარეთს მეზობელ ქვეყნებთან საბერნეთთან, რუმინეთთან, თურქეთთან და სერბეთთან დააკავშირებენ. ამის შესახებ ბულგარეთის მთავრობის ახალი ენერგეტიკული სტრატეგიის პროექტშია ნათქვამი.
ბულგარეთის ენერგომოხმარების 70 პროცენტი იმპორტის ხარჯზე ხორციელდება. ბუნებრივი გაზის, ნედლი ნავთობისა და ბირთვული საწვავის მიწოდება ტრადიციულად რუსეთის ფედერაციაზეა დამოკიდებული", _ აღნიშნულია დოკუმენტში.
სოფია გაზის ტრანსპორტირების ახალი მაგისტრალების მშენებლობას 2013 წლამდე იმედოვნებს. მათი საშუალებით ბულგარეთი ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან, გათხევადებულ გაზს კი ალჟირიდან, ეგვიპტიდან, ომანიდან და ნიგერიიდან მიიღებს.
ამის გარდა, ბულგარეთი გეგმავს გათხევადებული გაზის ახალი ტერმინალის მშენებლობას საბერძნეთის ჩრდილოეთით და მოლაპარაკებების დაწყებას აზერბაიჯანიდან შავი ზღვის გავლით ტანკერებით გათხევადებული გაზის მიწოდების შესახებ.
დოკუმეტი მიზნად ისახავს 2020 წლამდე დასავლეთის ინვესტორების მიზიდვას "ბელენეს" ატომური ელექტროსადგურის Mმშენებლობისთვის. მანამდე ამ მიმართულებით თანამშრომლობა რუსეთან იყო დაგეგმილი.
რუსული "სამხრეთ ნაკადის" პროექტი ბულგარეთის სტრატეგიიდან საერთოდ ამოვარდა. სოფიამ რუსულ მხარეს აგრძნობინა, რომ მხარს უჭერს სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის მშენებლობას. საუბარია IთGI-ის (იტალია, თურქეთი, საბერძნეთი), ნაბუკოსა და ტრანსადრიატიკულ გაზსადენებზე. რაც შეეხება "სამხრეთ ნაკადს", მასზე სტარტეგიაში არაფერია ნათქვამი.
სოფია მოსკოვის კონტრაქტების მიმართ უკმაყოფილებას დიდი ხანია გამოხატავს. ხელისუფლებამ პროკურატურაში იმ დოკუენტების შესწორების ინიცირება მოახდიენა, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2006 წელს ხელი მოაწერა.
ხელისუფლებაში ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე მთავრობის მოსვლის შემდეგ მოსკოვისა და სოფიას ურთიერთობა საბოლოოდ ჩიხში შევიდა. ივნისში ბორისოვმა მსხვილი პროექტების _ ბურგასის ნავთობსადენისა და "ბელენეს" ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე შესაძლო უარის თქმის შესახებ განცხადება გააკეთა.
ივნისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ "გაპრომმა", შესაძლოა, "სამხერთ ნაკადი" რუმინეთის გავლით გაატაროს. ჯერ გაურკვეველია რუმინეთი პროექტში ბულგარეთის ადგილს დაიკავებს თუ რუმინეთის ტერიტორიას გაზსადენის ძირითადი განშტოებები გაივლის.