რუსეთის ფედერაციას ჩვენ მშვიდობიანი შეჯიბრით უნდა მოვუგოთ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვლისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"სკოლები აეროპორტები, პორტები გზები, საავადმყოფოები, განათლების და ჯანდაცვის სისტემა, დემოკრატია, სამართლისა და სამართიანობის განმტკიცება ეგ ყველაფერი ხარისხობრივად იმაზე მაღლე უნდაიდგეს რაც რუსეთის ფედერაციას აქვს. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ მშვიდობიან შეჯიბრს მოვიგებთ", _ განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, რაც შეხება დასავლეთს, კერძოდ კი აშშ-ს საქართველოს სტრატეგიული პარტინორია და მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ რუსეთზე ზოწოლა უნდა გააგრძელოს, _ კრემლმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისინი ვერსად და ვერასოდეს მიჩქმალავენ....