აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტით შეერთებული შტატები ცდილობს თავის პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს ყოფილი პარტნიორული ურთიერთობა. ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
"ბოლო დროს ძალიან გააქტურდა პოლიტოლოგიური შეფასებები იმის თაობაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა გადატვირთვის პროცესში თავისი სტრატეგიული პარტნიორები მიატოვა, აქ პირველ ყოვლისა, იგულისხმებოდა საქართველო, აზერბაიჯანი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. იმისთვის, რომ ამ თემის დეზავუირება მოხდეს და ამერიკამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს თავის პარტნიორებს ყოფილი პარტნიორული ურთიერთობა, კლინტონის ვიზიტი სწორედ ამ ფორმატშია", - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღმოსავლეთ ევროპაში ტურნეს ფარგლებში, დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.