საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზაალ აბაზაძის მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც სააკაშვილმა გადაცემა "სპეციალურ რეპორტაჟისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი "გაგნებაში არ არის" ქვეყანაში რამდენი ტურისტი შემოდის.
"აჭარის რეგიონში, რომელიც საქართველოს მეათედია, სამ წელიწადში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იდება, დანარჩენ საქართველოში კი ამაზე ნაკლები. კითხვა ისმის რატომ? იმიტომ, რომ აჭარის ხელმძღვანელი არის მაგარი და ჩვენ ყველაფერში ვეხმარებით. დანარჩენი რგოლები მთავრობაში ამას ვერ აკეთებენ. ამას მე ვუყურებ და ვხედავ. რამდენიმე დღის წინ კი, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ ტელეარხზე ტურისტების რაოდენობის შესახებ დასმული შეკითხვებიდან ვერც ერთს პასუხი ვერ გასცა. საერთოდ არაფრის გაგნებაში არ იყო და გაუკვირდა კიდეც ასეთ კითხვებს რატომ უსვავდნენ. ლევან ვარშალომიძემ კი ზუსტად იცის, გუშინ რამდენი ტურისტი შემოვიდა მის მხარეში", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, ვარშალომიძე კარგი მაგალითია, რომ მთავრობაში არის რგოლები, რომელიც კარგად მუშაობენ და პირიქით.
"როცა, ჩვენ ვხედავთ, რომ მოცდის დრო არ არის ამას მთავრობაში ცვლილებებიც მოსდევს", - განაცხადა პრეზიდენტმა.