ტყვარჩელში პურის ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. აფხაზური მხარის ინფორმაციით, თანხა ქარხნის ასაშენებლად ე.წ. სახელმწიფომ გამოყო. 
"სახელმწიფო კომპანია "ტყვარჩალსტროი" უკვე შეუდგა სამუშაოს. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი", _ იუწყება აფხაზური მხარე. 
მათივე ინფორმაციით, დაწესებულება ახალი თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი.