რუსეთიდან სეპარატისტულ აფხაზეთში ელქტრომატარებლების მოძრაობა ხვალიდან აღდგება. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული მედია ავრცელებს. 
მათივე ინფორმაციით, ელექტრომატარებელს "სოჭი-გაგრა" ჩრდილო-კავკასიის რკინიგზის ლოკომოტივის ბრიგადა მოემსახურება. 
ელექტრომატარებელი სადგურ "ადლერიდან" მოსკოვის დროით 07:05 საათზე გავა, სადგურ "ვესელოეზე" მგზავრებს სასაზღვრო კონტროლის გავლა მოუწევთ. ელექტრომატარებლის განრიგისათვის გამოყოფილია 80 წუთი. 
"აფხაზურ მხარეს, ცანდრიპშის სადგურზე მატარებელი კონტროლისათვის 10 წუთით შეჩერდება", _ იუწყება რუსული მედია. 
ბილეთის საფასური 109 რუსული რუბლია.