აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ირანის მიმართ რუსეთის პოლიტიკას "შიზოფრენული" უწოდა.
"რუსეთი აგრძელებს კომერციულ თანამშრომლობას და ამავე დროს "ბირთვული ირანის" საფრთხეს აღიარებს", _ აღნიშნა გეიტსმა.
"როდესაც სამი წლის წინ რუსეთში ვიყავი, მაშინდელმა პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ირანი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის მთავრ საფრთხედ მიაჩნია. ამის მიუხედავად, დღემდე რუსეთს ირანში კომერციული ინტერესები აქვს", _ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.
თავის მხრივ რუსეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აშშ თეირანის წინააღმდეგ იმ ცალმხრივი სანქციების შემოღებისთვის გაკრიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებთან არ იყო შეთანხმებული.
"ირანის წინაღმდეგ ცალმხრივი სანქციები, იქნება ეს აშშ-ის, ევროკავშირის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის, ვითარებას გაართუელებს, უნდა ვიმოქმედოთ კოლეგიალურად", _აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.