57 სტუდენტი სეპარატისტული აფხაზეთიდან რუსეთის მიერ გამოყოფილი ლიმიტებით 
რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში ისწავლის. ეს განცხადება სეპარატისტთა ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ გააკეთა. მისი თქმით, გამოცდების შედეგად შერჩეული სტუდენტები 40 სპეციალობაზე ისწავლიან. 
მისივე თქმით, 14 ადამიანი მოსკოვის სასწავლებლებში ისწავლის, 6 - ვორონეჟის უმაღლეს სასწავლებლებში, 3 დონის როსტოვის, 3 სანქტ-პეტერბურგში. ამას გარდა, აფხაზი სტუდენტები ისწავლიან მაიკოპის, ვიატკის, ნალჩიკის, ჩერკესკის, რიაზანისა და სამარის სასწავლებლებში. 
ლაკერბაიას ინფორმაციით, ყველაზე მეტი სტუდენტი ქალაქ სოხუმიდანაა _ 28 ადამიანი, გუდაუთის რაიონიდან 13, გაგრის რაიონიდან კი 12.