ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ოზურგეთში კენჭისყრის შედეგებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გოჩა შანიძე 79.36% (9207) ლიდერობს.
ამ დროისთვის ოზურგეთში 25 უბნის კენჭისყრის შედეგებია დათვლილი, რომლის შედეგადაც ამომრჩევლის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გოჩა შანიძე 79.36% (9207, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის" ილია კალანდაძე 16.72% (1940) "თორთლაძე-დემოკრატიული პარტია" მაია ორჯონიკიძე 3.92% (455).
შეგახსნებთ, რომ თვითმართველობის და პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3 544 770 ამომრჩველიდან 1 808 556 ადამიანმა მიიღო კენჭისყრასი მონაწილება, რაც საერთო მონაცების 51%-ს შეადგენს, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მცირედ კიდევ შეიცვალოს.