საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის შეფასებით, დღევანდელი აღლუმი იმის გამოხატულება იყო, რომ საქართველო ინარჩუნებს საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
"დღევანდელი აღლუმი იმის გამოხატულება იყო, რომ საქართველო ინარჩუნებს საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, რასაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მშვიდობას გისურვებთ", - განუცხადა ბასმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო დღეს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც ერთწლიანი პაუზის შემდეგ დღეს, რუსთაველზე ისევ სამხედრო აღლუმი გაიმართა.