საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა დამსახურებისთვის საზოგადოების ცნობილი 23 ადამიანი დააჯილდოვა. ქვეყნის პირველმა პირმა მათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი დღეს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული აღლუმის ფარგლებში გადასცა.
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ორდენები გადაეცათ: დევი ჭანკოტაძეს (საქართველოს შეიარაღებული ჯარების მშენებლობაში მიღწეული წარმატებებისათვის), ნინო ანანიაშვილს (ქართული საბალეტო სკოლის აღორძინებისა და საქართველოს სახელის მსოფლიოში წარმოჩინებისათვის), ალექსანდრე ბესტავაშვილს (მრავალწლიანი თავდადებისთვის ქართულ საქმეში და უცხოეთში ქართულ დიასპორაში მუშაობისათვის); ლადო გურგენიძეს (საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობისათვის ყველაზე რთულ დროს და ნოვატორობისათვის ქართულ ბიზნესში); ნიკა ვაჩეიშვილს (100-ზე მეტი ქართული ძეგლის აღდგენისათვის); ალბერტო დომინგო კაბოს (ბათუმის და ანაკლიის ბულვარების, თბილისის გმირთა მემორიალის და საქართველოს ახალი პარლამენტის პროექტის შექმნისათვის); ნანი ბრეგვაძეს (საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის); კობა ნაყოფიას (პატრიოტიზმისთვის და ახალი სტანდარტების დანერგვისათვის ქართულ ბიზნესში); ნინო ხუციშვილს (საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის); როლანდ ახალაიას (70-იანი წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული თავდადებული ბრძოლისათვის); ხატერ მაქანის (საქართველოში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის სწორად ორგანიზებისათვის და წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის); ლევან ალექსიძეს (სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, ქართული საერთაშორისო სიმართლის სკოლის შექმნისთვის); იულონ გაგოშიძეს (ბრწყინვალე არქეოლოგიური ექსპედიციებისთვის და დიდი პატრიოტული ღვაწლისათვის); როლანდ ახალაიას (დიდი დამსახურებისათვის სამედიცინო საქმეში და სამოქალაქო საქმეში თავდადებისთვის); ჯემალ ჭკუასელს (საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის); ეკა ზღულაძეს (ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თავდადებისათვის და ქართული პატრიოტული ახალგაზრდობის საუკეთესო სახის წარმოჩენისათვის); რამაზ ნიკოლაიშვილს (წარმატებული საქმიანობისთვის ქართული სახელმწიფოებრობის აღმშენებლობის საქმეში); დანიელ კუნინს (თითქმის ოთხწლიანი წარმატებული მოღვაწეობისთვის საქართველოში); შამილ ქორთოშიძეს (ქართული საფრენოსნო სკოლის შექმნისათვის და მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის ქართულ ავიაციაში), ილიკო სუხიშვილს (საქართველო წარმოჩინებისთვის); ნიაზ დიასამიძეს (ნოვატორობისთვის და პატრიოტული საქმიანობისთვის); ირაკლი ეზუგბაიას (წარმატებული საქმიანობისათვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშნებლობის საქმეში) და პაატა ბურჭულაძეს (საქართველოს სახელის წარმოჩინებისათვის ხელოვნებაში წარმატებული მოღვაწეობისათვის).