გულითადად გილოცავთ დაარსებიდან ხუთი წლისთავს.
თქვენი დაარსება საქართველოს თავისუფალი მედიისათვის მძიმე პერიოდში მოხდა, მაგრამ თქვენ დაამტკიცეთ, რომ შესაძლებელია არსებობდეს ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია.
განსაკუთრებით მადლობელი ვარ თქვენს მიერ გამოჩენილი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმით რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში. ეს ჩვენ დაგვეხმარა უფრო სწრაფად და ობიექტურად მოგვეხდინა მოსახლეობის ინფორმირება.
იყავით ისეთივე ოპერატიულები და ობიექტურები, როგორიც იყავით გასული ხუთი წლის განმავლობაში.
პატივისცემით,
რადიო "უცნობის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ბასა ჯანიკაშვილი