დღეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ საარჩევნო ვებპორტალის პრეზენტაცია გამართეს.
როგორც ვებპორტალის შემქმნელები აცხადებენ, მისი მიზანია 30 მაისის თვითმართველობის, თბილისის მერისა და პარლამენტის შუალედური არჩევნების შესახებ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება. www.election.ge-ზე განთავსებული იქნება ცესკოს საუბნო და საოლქო კომისიების შესახებ ინფორმაცია, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების პროგრამები და მონიტორინგის შედეგები.