სეპარატისტულ აფხაზეთში მორიგი სამხედრო წვრთნის ჩატარება დაგეგმეს. წვრთნა ორდღიანი იქნება. 27-28 მაისს გაგრის რაიონის სამხედრო კომისარიატის მონაწილეობით საშტაბო-სამობილიზაციო სწავლება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მე-7 მოტომსროლელი ბრიგადაც მიიღებს. 
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ასლან ანქვაბი აცხადებს, რომ სამხედრო სწავლებების თემა -  ომის დროს სამობილიზაციო რესურსების მიწოდების დამუშავება და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლა იქნება. 
შეგახსენებთ, რომ ბოლოს სეპარატისტულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება 18-20 მაისს გაიმართა.