თურქეთში, დაბა ჩერქეზთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით თურქმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე დაუდევრობის მუხლით აღძრეს. სამართალდამცავები საქმეში მძღოლის ბრალეულობას არ გამორიცხავენ.
ასევე, ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მაგისტრალზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც სახელდება. გზის იმ მონაკვეთზე, სადაც "მაჰმუდოღლუს" ავტობუსი მოცურდა სავალი ნაწილი შევიწროვებული იყო, რასაც თან წვიმაც დაერთო.
შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში დაბა ჩერქეზთან ავარია მოხდა. ქართულ-თურქულია კომპანია "მაჰმუდოღლუს" ავტობუსი თბილისიდან სტამბულში მიდიოდა, როცა დაბა ჩერქეზთან გზაზე მოცურდა.
ავარიის შედეგად საქართველოს 33 მოქალაქე დაშავდა ასევე, ავტობუსში ქართველებთან ერთად ინდოელები, ჩეხები და აზერბაიჯანელებიც იმყოფებოდნენ სულ 45 ადამიანი. 16 ქართველი დაშავებული ანკარას სხვადასხვა საავდმყოფოებში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ავტობუსში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ სხეულის უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს.