რუსმა ტურისტებმა აფხაზეთში საკურორტო სეზონი უკვე გახსნეს. სოხუმის სანაპიროზე რუსი დამსვენებლები უკვე გამოჩნდნენ. 
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთი მიმდინარე წელს შარშანდელზე მეტ ტურისტს ელის. შარშან, სეპარატისტების მონაცემებით აფხაზეთი 1 მილიონმა ტურისტმა მინახულა, წელს კი 3 მილიონ ტურისტს ელოდებიან. 
ამის მიზეზად სეპარატისტები აფხაზეთში დასვენებისათვის არსებულ მისაღებ ფასებს ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში დასვენება, სოჭში დასვენებაზე 30 % ით იაფია.