ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშნკო მზადაა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი მიიღოს.
ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი იუწყება.
"რაც შეეხება ბაკიევის ადგილსამყოფელს მე არა მარტო ვიცი სადა, უბრალოდ ის მაკვირვებს, რომ ვინც იცის რატომ არ იძახის დამალავს. ბაკიევი ამ დროისთვის სამხრეთ ყაზახეთში თავის ოჯახთან ერთად - 5 წლის ვაჟიშვილთან, ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად იმყოფება",- განუცხადა ჟურნალისტებს ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ალმა-ატაში იმყოფება.
ყირგიზეთში 6-7 აპრილს მომხდარი არეულობის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 1600-ზე მეტი კი დაშავდა. ამ დროისთვის ყირგიზეთს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუმბაევა ხელმძღვანელობს. ყირგიზეთში პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევმა ქვეყანა 15 აპრილს დატოვა და ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.