საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლეხ და მარია კაჩინსკების დაკრძალვის ცერემონიას ვერ დაესწრება. შესაბამისი კომუნიკე პრეზიდენტ სარკოზის ადმინისტრაციამ გაავცელა.
"ექსტრაორდინალური მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც პარალიზებულია საჰაერო სივრცე ევროპის უმეტეს ნაწილში, რესპუბლიკის პრეზიდენტი ვერ შეძლებს კრაკოვში ჩასვლას პრეზიდენტ კაჩინსკისა და მისი მეუღლის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც ეს იმთავითვე იყო დაგეგმილი", _ ნათქვამია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.
პრეზიდენტ კაჩინსკის დაკრძალვას ვერ დაესწრება გერმანიის კანცლერი ანჯგელა მერეკელიც.
კრაკოვში ჩასვლა ვერ მოახერხა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. შესაბამისი განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის კარაკოვში ჩაუსვლელობის მიზეზის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა რობერტ გიბსმა გაავრცელა.
დღეს 18 აპრილს, პოლონეთში, კრაკოვის სტანისლავისა და ვაცლავის ტაძრის ეზოში პოლონეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ლეხ და მარია კაჩინსკებს დაკრძალავენ.
10 აპრილს სმოლენსკთან ავაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტს ათასობით პოლონელი, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენები და სპეციალურად ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული რიგითი მოქალაქეები გამოემშვიდოებებიან.