ლიტვა რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ იმ რეზოლუციის ტექსტშია ნათქვამი, რომელსაც ლიტველი დეპუტატები ამზადებენ.
როგორც ლიტვური პრესა იტყობინება, რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის სამდივნოში უკვე შეტანილია, აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული სამხედრო შენაერთების ყოფნა განიხილება, როგორც ქვეყნის ოკუპაცია.
დოკუმენტში ლიტვის პარლამენტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს და როგორც მასშია განმარტებული, ცხინვალსა და აფხაზეთს მის შემადგენელ რეგიონებად მიიჩნევს.