ევროკავშირის შეფასებით, საქართველო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებს უახლოვდება.
"ევროკავშირი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პერიოდში მიმდინარე პროცესებს მხარს აქტიურად უჭერს. ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი თვალშისაცემია და რეფორმის მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. გაეროს ბავშვთა ფონდის გამოცდილებამ და ევროკავშირის ფინასურმა დახმარებამ (1,270,000) საქართველოს მთავრობის მიერ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა", - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში პიერ ეკლუნდმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" პროექტის _ "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმირება არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის საქართველოში" _ შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე.
მისივე შეფასებით, ევროკავშირი საქართველოს მთავრობის ძალისხმევას არასრულწლოვან მსჯავრდებულების ახალი სტრატეგიის და პატიმრობის შესახებ ახალი კანონის შემუშავებაზე დადებითა აფასებს.
"სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის 14 წლამდე აწევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ თავისუფლების აღკვეთა კანონთან კომფლიქტში მყოფ ბავშვებისთვის უკიდურესი ზომა უნდა იყოს ", -აღნიშნა ეკულუნდმა.