კერძო საპენსიო ფონდის განვითარება ძლიან მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტიკურ ნებას მოითხოვს. ამის შესახებ ~ჯი-ეიჩ-ენს~ ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განუცხადა.
~არ შეიძლება მისი განვითარება თუ არ იქნა პოლიტიკური ნება, რადგან მნიშვნელოვან საბიუჯეტო თანხებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ კერძო საპენსიო ფონდის ჩამოყალიბება შედეგს გრძელ ვადაში იძლევა~, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
მისი განმარტებით, კერძოდ, აღნიშნული პროექტი შედეგს მეათე წელს მოიტანს, აქედან გამომდინარე მისი შექმნა მარტივი არ არის. ამასთან, აღნიშნულ ფონდებში სამაოდ მნიშვნელოვანი თანხების აკუმულირება იქნება შესაძლაბელი, რაც ქვეყანაში გრძელვადიან საინვესტიციო რესურსის არსებობას შეუწყობს ხელს.
როგორც ბუცხრიკიძე განმარტავს, ფონდი ინდივიდუალურ შენატანებს დაეყრდნობა, შენატანის წახალისება კი საგადასახადო შეღავათის სახით უნდა მოხდეს, რისი მიღწევაც საკაოდ რთული იქნება, რადგან მთავრობამ ამისთვის შემოსავლები უნდა შეიმციროს.
~პროექტს ეფექტი რამდენიმე წლის შემდეგ მოჰყვება, იგი პოლიტიკურად არამომგებიანია, თუმცა, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და შესაძლაბელია ზაფხულში გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხდეს~, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
მისი თქმით, ფონდში თანხის შეტანა ნებაყოფლობითი იქნება და ვინც მეტ თანხას შიტანს, საპენსიო ასაკის დადგომისას, ის მეტ პენსიას აიღებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, მთავრობას საბიუჯეტო ხარჯების ტვირთი შეუმსუბუქდება. ამისთვის კი, საჭირო გახდება საგადასახადო კოდექსში ცვლილების განხორციელება, საპენსიო ფონდების მარეგულირებელი ნორმატივების მომზადება.